დღევანდელ დღეს შევაჯამეთ წინა დღეებში ნასწავლი მასალები, დავახარისხეთ და გავაკეთეთ დასკვნები. ბლოგზე ავტვირთეთ პროექტი და მოვახდინეთ პრეზენტაცია. ამ დღეების განმავლობაში საქმიანი ურთიერთობა გვქონდა ქალბატონ ეკა სამურკასოვთან, ძალიან გულისხმიერ და პროფესიონალ ტრენერთან, რომლისგანაც ბევრი რამ შევისწავლეთ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენგან მას.
среда, 13 июля 2016 г.
вторник, 12 июля 2016 г.
ტრენინგის მე-8 დღე
გავწერეთ სასწავლო პროცედურები და ვისაუბრეთ სასწავლო რესურსებზე, თუ რა ტექნიკური რესურსი მჭირდება პროექტის განსახორციელებლად. გავცანით ბლოგის სტრუქტურას.
пятница, 8 июля 2016 г.
პროექტის მე-7 დღე
დღეს განვიხილეთ მოდული 5.- მოსწავლეთა პროექტის შეფასება, სადაც ყურადღება გავამახვილეთ განმავითარებელ შეფასებაზე წინარე ცოდნის დადგენის მიზნით მოსწავლეთა საჭიროებებზე. ასევე ყურადღება გავამახვილეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, სადაც გავითვალისწინეთ მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები, რომელიც აქტუალური და აუცილებელია პროექტის განსახორციელებლად.
ტრენინგის მე-6 დღე
გავეცანი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, თავადაც შევქმენი და წარმოვადგინე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ჩამოვაყალიბეთ შეფასების კრიტერიუმები. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი წარმოვადგინეთ ელექტრონული გაზეთის სახით.
воскресенье, 3 июля 2016 г.
ტრენინგის მე-5 დღე
დღევანდელ დღეს გავეცანით უკუკავშირის ფორმის ნიმუშს. ვისაუბრეთ, თუ რა რჩევები შეიძლება მივცეთ კოლეგებს უკუკავშირის სახით(ვიწყებთ პოზიტივით). შევქმენით პრეზენტაცია და ავტვირთეთ დრაივზე და ბლოგზე. განვიხილეთ საავტორო უფლებები და შევქმენი ჩემი პროექტისათვის შესაბამისი ფაილი.
суббота, 2 июля 2016 г.
ტრენინგის მე-4 დღე
დღევანდელ დღეს ვისაუბრეთ მიმართულებების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. განვიხლეთ, თუ როგორი უნდა იყოს ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. მოვიფიქრეთ, ჩვენი პროექტისათვის და გავწერეთ გეგმაში. ასევე საუბარი გვქონდა შეფასების ფორმებსა და მეთოდებზე. ტრენინგის ბოლოს შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი.
пятница, 1 июля 2016 г.
ტრენინგის მესამე დღე
ამ მოდულში დავიწყე პროექტის გეგმაზე მუშაობა. პირველ რიგში, გამოვკვეთე სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც მსურდა. პროექტის ეფექტურად დაგეგმვისთვის გადავხედე სტანდარტებს და განვსაზღვრე, საგნის სტანდარტის რომელი შედეგის/ინდიკატორის მიღწევა და შეფასება მინდოდა ჩემი თემის ფრგლებში.
Подписаться на:
Сообщения (Atom)